ავტორიზაცია

სიტყვიერი შეთანხმება შედგა - ლეო მესის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია! - ფაბრიციო რომანო

სიტყვიერი შეთანხმება შედგა - ლეო მესის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია! - ფაბრიციო რომანო
თარიღი 21 დეკ 2022, 23:00
როგორც ჩანს, ლიონელ მესი „პარი სენ-ჟერმენში“ კიდევ მინიმუმ ერთი წლით დარჩება.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პარიზულმა კლუბმა არგენტინელ ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია. ჯერჯერობით უცნობია, რა ვადაზე მოილაპარაკებენ მხარეები, ან რამხელა ხელფასი ექნება ლეოს პარიზში ახალი კონტრაქტით, მაგრამ ამ დეტალებზე ახალი შეხვედრის შემდეგ აპირებენ დალაპარაკებას.

ყოველ შემთხვევაში, „პსჟ-სთვის“ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მესის პარიზში სურს დარჩენა და მზადაა კლუბთან მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდეს.

„პსჟ-ს“ გარდა, ფეხბურთელს სეზონის ბოლოს კონტრაქტს ამერიკული „ინტერ მაიამი“ სთავაზობდა, თუმცა როგორც ჩანს, ლეომ ევროპულ ფეხბურთში კიდევ უფრო დიდი ხნით დარჩენა გადაწყვიტა.