ავტორიზაცია

აგუერო: "კრიშტიანუმ საოცარი კარიერა შეიქმნა, თუმცა საუკეთესოზე მე არც მსოფლიომდე მქონია ეჭვები"

აგუერო: "კრიშტიანუმ საოცარი კარიერა შეიქმნა, თუმცა საუკეთესოზე მე არც მსოფლიომდე მქონია ეჭვები"
თარიღი 21 დეკ 2022, 23:48
არგენტინის ნაკრების ექს-ფეხბურთელი, სერხიო აგუერო მიიჩნევს, რომ ლეო მესი ყოველთვის საუკეთესო ფეხბრუთელი იყო.

„ჩემთვის არც მსოფლიომდე იყო რაიმე ეჭვი და არც მას შემდეგ, მითუმეტეს. კრიშტიანუმ საოცარი კარიერა შეიქმნა და გამოცდილი სპორტსმენია, მაგრამ ლეო აშკარად უკეთესია.

რა უნდა ვთქვა კილიანზე? მან ფინალში სამი გოლიც გაიტანა და სერიაში პენალტიც ზუსტად შეასრულა. მასაც ბრწყინვალე მუნდიალი ჰქონდა.

მბაპე ჯერ მხოლოდ 23 წლისაა და ის უკვე მსოფლიო ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონია. რა თქმა უნდა, ის უფრო შორსაც წავა, იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერი და კონკურენტუნარიანი ფეხბურთელია.“ - აღნიშნა აგუერომ.