ავტორიზაცია

ნიუკასლი დეპაიში 20 მილიონს იხდის, ბარსა მზადაა თანხის ნახევარი ფეხბურთელს პირადად მისცეს, ოღოდ ის წავიდეს

ნიუკასლი დეპაიში 20 მილიონს იხდის, ბარსა მზადაა თანხის ნახევარი ფეხბურთელს პირადად მისცეს, ოღოდ ის წავიდეს
თარიღი 22 დეკ 2022, 00:06
„ნიუკასლი“ „ბარსელონას“ შემტევის, მემფის დეპაის გადაბირებით ინტერესდება.

როგორც Mundo Deportivo იტყობინება, „კაჭკაჭებმა“ კატალონიურ კლუბს 20 მილიონი ევრო შესთავაზეს ფეხბურთელში, რომელსაც სეზონის ბოლოს კონტრაქტი ისედაც ეწურება.

ეს თანხა ძალიან იზიდავს და დაეხმარება „ბარსელონას“, მაგრამ თავად ფეხბურთელს გუნდიდან იანვარში წასვლა არ სურს. ამის გამო, „ბარსა“ მზადაა თანხის ნაწილი დეპაის პირადად გადაურიცხოს, ოღონდ ის წასვლას დათანხმდეს.

ამ სეზონში მემფისმა ლა ლიგაში 2 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.