ავტორიზაცია

"ხვიჩა სრულყოფილი პროფესიონალია"- სპალეტი ლილისთან მარცხის შემდეგ

"ხვიჩა სრულყოფილი პროფესიონალია"- სპალეტი ლილისთან მარცხის შემდეგ
თარიღი 22 დეკ 2022, 02:33
“ნაპოლიმ” წლის ბოლო მატჩი გამართა და ამხანაგურ შეხვედრაში “ლილის” დაუპირისპირდა.

მატჩი ფრანგების უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 4:1 დასრულდა.

ნეაპოლელთა ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ 83 წუთი ითამაშა და რამდენჯერმე გაამწვავა.

მატჩის შემდეგ "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"კვარაცხელია? ჩემი აზრით, ხვიჩა უმატებს და იხვეწება. ბოლო მატჩში მეორე ტაიმში მოედანზე დავტოვე, რათა მისთვის სათამაშო დრო მიმეცა. სრულყოფილი ბიჭია, სრულყოფილი პროფესიონალი. “, - თქვა სპალეტიმ.