Marca: რონალდუ ალ-ნასრთან კონტრაქტს 2030 წლამდე გააფორმებს - ორი წელი მოთამაშედ, შემდეგ კი ელჩად
პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთის "ალ-ნასრთან" 2030 წლამდე გააფორმებს კონტრაქტს, იტყობინება Marca.
აღნიშნულია, რომ 37 წლის პორტუგალიელი კლუბის მოთამაშედ ორწლინახევარს გაატარებს, შემდეგ კი საუდის არაბეთის ელჩის მოვალეობას შეასრულებს, რომელსაც ეგვიპტესთან და საბერძნეთთან ერთად 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა სურს.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის მასპინძლობაზე პრეტენზია ესპანეთისა და პორტუგალიის ნაკრებებს ერთობლივად აქვს.
ბოლო ორი კვირაა, თავდამსხმელი ტრანსფერზე ფიქრობდა. მან კონტრაქტზე ხელმოწერის დადებამდე მეტი დრო ითხოვა. რონალდუსა და "ალ-ნასრს" შორის შეთანხმება უახლოეს მომავალში შეიძლება გაფორმდეს.
კონტრაქტის მიხედვით, პორტუგალიელი ფეხბურთელის რანგში წელიწადში დაახლოებით 200 მილიონ ევროს მიიღებს. ამ დროისთვის უცნობია ზუსტად რამდენს გამოიმუშავებს ის 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ელჩის პოსტზე.