ავტორიზაცია

თბილისის დინამო სამმა ფეხბურთელმა დატოვა

თბილისის დინამო სამმა ფეხბურთელმა დატოვა
თარიღი 22 Dec 2022, 17:18
თბილისის "დინამო" გიორგი გაბედავამ, ანტონ ჩიჩკანმა და გოდფრი სტეფენ ბიტოკმა კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დატოვა.

ინფორმაცია საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.

გიორგი გაბედავა თბილისური კლუბის შემადგენლობაში 2020 წლიდან ირიცხებოდა და ამ პერიოდის განმავლობაში 71 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 23 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

გოდფრი სტეფენ ბიტოკი, "დინამო" თბილისს 2022 წლის სეზონის დასაწყისში იჯარის წესით შემოუერთდა. ნიგერიელმა მცველმა ლურჯ-თეთრების რიგებში 14 შეხვედრა გამართა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ბელარუსი მეკარე ანტონ ჩიჩკანი "დინამოს" 2022 წლის სეზონის დასკვნით ნაწილში შეუერთდა, მას "დინამოს" ძირითადი გუნდის შემადგენლობაში ოფიციალური მატჩი არ გაუმართავს. 

Fcdinamo.ge