ბელინგემმა რეალსა და ინგლისში დაბრუნებას შორის თავისი პრიორიტეტი უკვე აირჩია
ინგლისელ ნახევარმცველ ჯუდ ბელინგემს მადრიდის „რეალში“ სურს გადასვლა.
ესპანური AS-ის ინფორმაციით, „დორტმუნდის“ ფეხბურთელს პრემიერ ლიგაში გადასვლას მადრიდის „რეალში“ თამაში ურჩევნია. ინგლისში, მასზე პრეტენზიას „მან იუნაიტედი“, „მან სიტი“ და „ლივერპული“ აცხადებენ.
თავის დროზე ბელინგემი „ბირმინგემიდან“ „დორტმუნდში“ გადასვლას იმიტომ დათანხმდა, რომ მისი აზრით, საზღვარგარეთ კარიერის გაგრძელებით მას უფრო მეტი შანსი გაუჩნდება, ვიდრე სამშობლოში. ამ მხრივ, მისი აზრი ახლაც არ შეცვლილა.
„რეალში“ გადასვლაზე თანხმობა მადრიდულ კლუბს გაუმარტივებს საქმეს, რადგან ამის ხარჯზე ესპანელებს ინგლისელებთან ფინანსურ ომში ჩართვა არ მოუწევთ, რომლებიც ბელინგემში უფრო დიდ თანხას იხდიან.
თუმცა, მიუხედავად ამისა, „რეალს“ ფეხბურთელს შესაძენად მინიმუმ 120 მილიონი ევროს გადახდა მაინც მოუწევს.