ლაპორტა: "მესი ასეთად ბარსელონაში იქცა, დარწმუნებული ვარ რომ ის გულში კულეა"
ჟოან ლაპორტამ ლიონელ მესის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა.
„რა თქმა უნდა ვისურვებდი, რომ ერთ დღესაც ის დაგვიბრუნდეს. ახლა ის „პსჟ-ს“ ფეხბურთელია და ამ გუნდთან კონტრაქტი აკავშირებს. ლეო სულ ახლახანს მსოფლიო ჩემპიონიც გახდა.
მის გამო ბედნიერები ვართ. არ მინდა რაღაც მოლოდინი შევქმნა, რადგან ამას სირთულეები მოყვება. ჩვენთვის მესი - ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია.
ის „ბარსელონაში“ თამაშობდა, აქ გახდა ისეთი, როგორიც ყველამ გაიცნო. დარწმუნებული ვარ, რომ გულში ის კულეა. მის დაბრუნებას ძალიან ვისურვებდით. ვნახოთ, რა გამოვა.“ - აღნიშნა ლაპორტამ.
გავრცელებული ინფორმაციით, მესიმ „პსჟ-სთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება უკვე შეათანხმა და ზაფხულში „ბარსელონაში“ არ დაბრუნდება.