"სატრანსფერო ბაზარზე ძალიან ვიაქტიურებთ", - არტეტა იმაზე, თუ როგორ აპირებს არსენალი ჟესუსის შეცვლას
„არსენალის“ მწვრთნელმა მიკელ არტეტამ გაბრიელ ჟესუსის ტრავმაზე ისაუბრა.
ბრაზილიელმა დაზიანება მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო და დაახლოებით 3-4 თვეს გამოტოვებს.
„აღდგენას გარკვეული დრო ნამდვილად დასჭირდება. მან ოპერაცია გადაიტანა და ეს ტრავმის სიმძიმეზე ბევრს ამბობს. ამიტომ, ბაზარზე გავალთ, აქტიურები ვიქნებით და უკეთ შევაფასებთ შესაძლებლობას, რომელიც გვექნება.
აქტიურად ვაპირებთ მუშაობას, ანუ შემადგენლობის გაძლიერების გზების ძიებას. ვერ მივცემთ თავს უფლებას სატრანსფერო ფანჯარა მაქსიმალურად არ გამოვიყენოთ, მაგრამ ამავდროულად სწორი ფეხბურთელები გვჭირდება. ისეთები, რომლებიც ახალ დონეზე გადაგვიყვანს.“ - აღნიშნა არტეტამ."