დინამო ბათუმი და ტორპედო ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ნახევარმცველით ინტერესდებიან
ეროვნული ლიგის სეზონი ახლახანს დასრულდა, ქართული კლუბები კი უკვე ახალი სეზონისთვის მზადებას და გაძლიერებას ნელ-ნელა იწყებენ.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, "დინამო ბათუმი" და ქუთაისის "ტორპედო" ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ნახევარმცველის, ნიკა გაგნიძის შეძენით ინტერესდებიან.
გაგნიძე ბოლოს თურქულ "უმრანიესპორში" თამაშობდა, იჯარის ვადა ამოეწურა და კვლავ გორის "დილას" საკუთრება გახდა.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევს "დილაში" ბრწყინვალე სეზონები ჰქონდა და გუნდის ლიდერი და კაპიტანი იყო.
თურქეთში წასვლამდე, გაგნიძემ ეროვნულ ლიგაში 18 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი