ავტორიზაცია

ჩემპიონის მენტალიტეტი - მბაპემ მწვრთნელი დაარწმუნა, რომ ფიზიკურადაც და მორალურადაც შვებულებას არ საჭიროებს

ჩემპიონის მენტალიტეტი - მბაპემ მწვრთნელი დაარწმუნა, რომ ფიზიკურადაც და მორალურადაც შვებულებას არ საჭიროებს
თარიღი 23 დეკ 2022, 23:41
კილიან მბაპემ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ 10-დღიან შვებულებაზე უარი თქვა.

L’Equipe-ს ინფორმაციით, ოთხშაბათს, ფინალიდან სამ დღეში, „პსჟ-ს“ და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა კლუბში ვარჯიში განაახლა.

ვარჯიშზე გამოცხადების წინ, მბაპე მთავარ მწვრთნელს კრისტოფ გალტიეს შეხვდა და მუშაობის რაც შეიძლება მალე განახლება სთხოვა, რადგან მისი თქმით, ის ამისთვის ფიზიკურადაც და მორალურადაც მზად არის.

RMC Sport იტყობინება, რომ უდიდესი ალბათობით, მბაპე შესვენების შემდეგ პირველ მატჩშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 28 დეკემბერს „სტრასბურგის“ წინააღმდეგ გაიმართება.