ავტორიზაცია

პედრი: "დიდი ხანია გადავიტანე ის, რაც მუნდიალზე მოხდა"

პედრი: "დიდი ხანია გადავიტანე ის, რაც მუნდიალზე მოხდა"
თარიღი 23 Dec 2022, 23:55
„ბარსელონას“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა პედრიმ აღიარა, რომ მუნდიალზე მომხდარი წარუმატებლობა უკვე დიდი ხანია გადაიტანა.

„ფურია როხა“ მერვედფინალში მაროკოსთან პენალტებში დამარცხდა და ტურნირს ამ სტადიაზე ზედიზედ მეორედ გამოეთიშა.

„გადავიტანე თუ არა ის, რაც მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდა? დიახ, ვფიქრობ ამან დიდი ხანია გამიარა. ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ იმაზე, რაც წინ იქნება.

უნდა შევცვალოთ აზროვნება და „ბარსელონაზე“ გავამახვილოთ ყუღადღება.“ - აღნიშნა პედრიმ.