ავტორიზაცია

სალვატორე სირიგუ: "სპალეტი ანჩელოტის და კონტეს არ ჩამოუვარდება"

სალვატორე სირიგუ: "სპალეტი  ანჩელოტის და კონტეს არ ჩამოუვარდება"
თარიღი 24 დეკ 2022, 12:15
"ნაპოლის" გამოცდილი მეკარემ სალვატორე სირიგუმ ნეაპოლური გუნდის მთავარ მწვრთნელზე ისაუბრა.

ფეხბურთელი თვლის, რომ ლუჩიანო სპალეტი საუკეთესო იტალიელი სპეციალისტების კოჰორტას მიეკუთვნება და არანაირად არ ჩამოუვარდება ისეთ ცნობილ სპეციალისტებს, როგორებიც კარლო ანჩელოტი და ანტონიო კონტე არიან.

"მე მას მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს მწვრთნელად ვხედავ, ანჩელოტისა და კონტესთან ერთად, რომელმაც ბევრს მიაღწია ეროვნულ ნაკრებთან ერთად. 

არის ცოდნა, არის იდეები, არის კომპეტენცია, არის სურვილი ჩაუღრმავდე დეტალებს და სწრაფად მოიპოვო ახალი მოთამაშეების ნდობა. , - თქვა სირიგუმ.