გორის დილა მალაველმა შემტევმა დატოვა და სავარაუდოდ ტანზანიის ჩემპიონატში ითამაშებს
ეროვნული ლიგი 2022 წლის დასრულების შემდეგ, გუნდები ახალი სეზონისთვის მზადებას მალე შეუდგებიან.
გორის "დილა" 22 წლის მალაველმა შემტევმა ფრანცისკო მადინგამ დატოვა.
როგორც აფრიკელი ჟურნალისტი იტყობინება მადინგა საქართველოს დატოვების შემდეგ, ორ ტანზანიურ გუნდთან "აზამთან" და "სიმბასთან" მოლაპარაკებეებს აწარმოებს და დიდი შანსია კარიერა სწორედ ამ ქვეყანაში გააგრძელოს.
შეგახსენებთ, რომ მადინგა შიდაქართლული გუნდის რიგებში 2020 წლიდან გამოდის, შემტევმა ნახევარმცველმა ეროვნული ლიგაში "დილას" მაისური 54-ჯერ მოირგო, 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ავტორი: ზაქრო გალუსტაშვილი