მარკო არნაუტოვიჩი: "თავიდან იბრაჰიმოვიჩთან შედარება მომწონდა, მაგრამ ზლატანი ზლატანია, ის სხვა დონეზეა"
"ბოლონიის" თავდამსხმელმა მარკო არნაუტოვიჩმა აღიარა, რომ კარიერის დასაწყისში კმაყოფილი იყო ზლატან იბრაჰიმოვიჩთან შედარებით.
„თავიდან იბრაჰიმოვიჩთან შედარება მომწონდა, მაგრამ ზლატანი ზლატანია, ის სხვა დონეზეა.
მისი ბრწყინვალე კარიერასთან მხოლოდ ქედის მოხრა შემიძლია. მე მას ჩემს მეგობრად და ძმად ვთვლი, რადგან მისი ცხოვრება თავიდან ძალიან რთული იყო. “, - თქვა არნაუტოვიჩმა.