ავტორიზაცია

ბელარუსში 50-მდე მოთამაშეს საქმიანობა აეკრძალა - ეს ყველაფერი ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამოსვლის გამო მოხდა

ბელარუსში 50-მდე მოთამაშეს საქმიანობა აეკრძალა - ეს ყველაფერი ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამოსვლის გამო მოხდა
თარიღი 24 დეკ 2022, 16:10
ბელარუსი დიქტატორი ალექსანდრ ლუკაშენკო აგრძელებს მათ დევნას, ვინც მას 2020 წელს დაუპირისპირდა.

Tribuna Belarus-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია ადგილობრივი სპორტის სამინისტროს დოკუმენტის შესახებ, რომელიც 49 ფეხბურთელს ქვეყანაში მუშაობას უკრძალავს. 

მათ შორის, ვინც ამ დიქტატორული სანქციების ქვეშ მოექცა, არის "ბატეს"-ს ნახევარმცველი სტანისლავ დრაგუნი, რომელიც 2022 წელს ქვეყნის მეორე საუკეთესო ფეხბურთელად იქნა აღიარებული.

ამ სიაში მოთამაშეთა უმეტესობის ყოფნა განპირობებულია 2020 წელს ძალადობის საწინააღმდეგო ვიდეოების ჩაწერის გამო. აღსანიშნავია, რომ ეს სია შესაძლოა კვლავ გაიზარდოს.