ავტორიზაცია

უცნაური ტრანსფერი: თბილისის დინამომ სერბი ფორვარდი დაიმატა რომელსაც სასამართლოში უჩიოდა

უცნაური ტრანსფერი: თბილისის დინამომ სერბი ფორვარდი დაიმატა რომელსაც სასამართლოში უჩიოდა
თარიღი 24 დეკ 2022, 19:05
სერბი ფორვარდი ზორან მარუშიჩი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა. სერბი თავდამსხმელი თბილისურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გააფორმა.

მარუშიჩი "დინამოს" ღირსებას უახლოეს წარსულში იცავდა, 2021 წლის სეზონში მან კლუბის შემადგენლობაში 42 შეხვედრა ჩაატარა და 18 გოლთან ერთად, 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ამავე სეზონში იგი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად, თავდამსხმელად და ლეგიონერად დასახელდა. 16 გატანილი გოლით კი, სერბი თავდამსხმელი ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა.

აღსანიშნავია, რომ როდესაც სერბმა ფორვარდმა საქართველოს მოქმედი ჩემპიონის რიგები დატოვა და უზბეკეთში წავიდა. თბილისის "დინამომ" ფეხბურთელს სასამართლოში უჩივლა და კონტრაქტის თვითნებურად ცალმხრივად გაწყვეტაში ადანაშაულებდა. 

ზორან მარუშიჩმა 2022 წლის სეზონი უზბეკურ "ნავბაჰორში" გაატარა, სადაც მან 32 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

Fcdinamo.ge

ავტორი: ზაქრო გალუსტაშვილი
ტოპ კომენტარი
0
24 დეკ 2022, 23:25
ყოჩაღ დინამოს! 🤣🤣🤣 30 30 30 30 30