ავტორიზაცია

"ვიცოდი, რომ ვიღაცა დამაბრალებდა", - ტონი კროოსი 2022 წლის მუნდიალის იმედგაცრუებებს შორის დაასახელეს, როცა მას არც უთამაშია

"ვიცოდი, რომ ვიღაცა დამაბრალებდა", - ტონი კროოსი 2022 წლის მუნდიალის იმედგაცრუებებს შორის დაასახელეს, როცა მას არც უთამაშია
თარიღი 24 დეკ 2022, 22:34
ტონი კროოსი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ცუდ ფეხბურთელებს შორის დაასახელეს.

ჟურნალისტმა კრისტინა კუბერომ, როცა ჰკითხეს, თუ ვინ გაუცრუა იმედი ყველაზე მეტად კატარის მუნდიალზე, ბრაზილიელი ვინისიუს ჯუნიორი და ტონი კროოსი დაასახელა, რომელმაც სანაკრებო კარიერა 2021 წლის ივლისში დაასრულა და ლოგიკურად, არც მუნდიალზე უთამაშია.

„ვიცოდი, რომ ვიღაცა მაინც მოახერხებდა ჩემზე დაბრალებას.“ - დაწერა „რეალის“ ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში და სიცილის ემოჯიც მიუმატა.

გერმანიის ნაკრებმა მუნდიალზე ესპანეთთან, იაპონიასთან და კოსტა რიკასთან ჯგუფიდან ვერ მოახერხა გასვლა.