ავტორიზაცია

ხავიერ აგირე: "ახლა მესის შეუძლია, უდიდესებთან ერთ მაგიდას მიუჯდეს"

ხავიერ აგირე: "ახლა მესის შეუძლია, უდიდესებთან ერთ მაგიდას მიუჯდეს"
თარიღი 24 დეკ 2022, 22:56
„მალიორკას“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავიერ აგირემ, მუნდიალის შემდეგ ლეო მესის სტატუსზე ისაუბრა.

„ახლა, მესის შეუძლია უდიდესებთან ერთ მაგიდას მიუჯდეს.

მე კროიფის, ბენეკბაუერის, პლატინის, ზიკოს და მარადონას წინააღმდეგ მითამაშია. ნანახი მაქ, როგორ აკეთებდა მარადონა მოედანზე საოცრებებს, ისევე, როგორც მესი.

უსამართლობა იქნებოდა, რომელიმე რომ სხვაზე მაღლა დავაყენო. არგენტინელებს გაუმართლათ, რომ ორივე მათი წარმომადგენელია.

სიმართლე გითხრათ, იმათგან, ვინც ოდესმე მოედანზე მინახავს, ყველაზე მეტად კროიფი მომწონდა.“ - აღნიშნა მექსიკელმა.