ავტორიზაცია

დიდი ალბათობით, უახლოეს კვირებში ჩელსი 35 მილიონად მცველს შეიძენს

დიდი ალბათობით, უახლოეს კვირებში ჩელსი 35 მილიონად მცველს შეიძენს
თარიღი 24 დეკ 2022, 23:00
„ჩელსის“ მარცხენა მცველის შეძენა სურს.

The Athletic-ის ინფორმაციით, ამ პოზიციაზე წამყვან კანდიდატად „მონაკოს“ მცველი ბენუა ბადიაშილე განიხილება. 

მხარეები ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ და სავარაუდოდ, 21 წლის ფეხბურთელი „ჩელსიში“ 35 მილიონ ევროდ უახლოეს კვირებში გადავიდეს.

საევე, „ლურჯების“ ყურადღება მიიპყრეს ევან ნდიკამ (აინტრახტი) და პიერო ინკაპიემ (ლევერკუზენი). გარდა ამისა, ლონდონელები ინარჩუნებენ იოშკო გვარდიოლის (ლაიპციგი) ინტერესსაც, თუმცა მისი ზრდადი ფასი კლუბს ძალიან ფრთხობს და სხვა ვარიანტების ძიებას აიძულებს.