ავტორიზაცია

ცნობილი გახდა ბარსელონას ექვსი ხელშეუხებელი ფეხბურთელის ვინაობა

ცნობილი გახდა ბარსელონას ექვსი ხელშეუხებელი ფეხბურთელის ვინაობა
თარიღი 24 დეკ 2022, 23:37
ცნობილი გახდა იმ ფეხბურთელევის ვინაობა, რომლებიც უახლოეს მომავალში „ბარსელონას“ ნამდვილად არ დატოვებენ.

როგორც Sport.es იტყობინება, „ბარსას“ ხელშეუხებელ ფეხბურთელთა სიაში ამჟამად ექვსი ფეხბურთელია. ესენი არიან“ ანსუ ფატი, რობერ ლევანდოვსკი, პაბლო გავი, პედრი, ჟულ კუნდე და რონალდ არაუხო.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ყველა ფეხბურთელი „ბარსელონას“ აუცილებლად დატოვებს, მაგრამ ხელშეუხებლებში სხვები ნამდვილად არ მოიაზრებიან. შესაბამისად, სარფიანი შემოთავაზების მიღების შემთხვევაში, კლუბი მას განიხილავს.

14 ტურის შემდეგ „ბლაუგრანა“ ლა ლიგაში 37 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ მადრიდის „რეალს“ ორი ქულით უსწრებს.