ავტორიზაცია

საფრანგეთის ნაკრების ფორვარდით მილანის ინტერი ინტერესდება

საფრანგეთის ნაკრების ფორვარდით მილანის ინტერი ინტერესდება
თარიღი 25 Dec 2022, 13:09
საფრანგეთის ნაკრების დს მიუნჰენგლადბახის "ბორუსიას"  თავდამსხმელმა მარკუს ტურამმა შესაძლოა კარიერა იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს, იუწყება La Gazzetta dello Sport.

წყაროს ცნობით, 25 წლის ფრანგი ფეხბურთელი მილანის "ინტერის" ინტერესების სფეროში მოექცა. თუმცა, ტრანსფერის ორგანიზებისთვის იტალიურ კლუბს ერთ-ერთი არსებული ფეხბურთელის გაყიდვა სჭირდება. 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტურამის მომსახურებით ლონდონის "არსენალი" იყო დაინტერესებული.

ტურამი მიუნჰენგლადბახის "ბორუსისაში" 2019 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში თავდამსხმელმა გერმანიის ჩემპიონატში 15 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.