ავტორიზაცია

სტეფანო პიოლი: "უნდა გვჯეროდეს, რომ ნაპოლის დავეწევით და ჩემპიონები გავხდებით"

სტეფანო პიოლი: "უნდა გვჯეროდეს, რომ ნაპოლის დავეწევით და ჩემპიონები გავხდებით"
თარიღი 25 დეკ 2022, 18:25
„მილანის“ მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ სერია ა-ს საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა.

„მილანს“ უნდა სჯეროდეს, რომ „ნაპოლის“ დაეწევა, ისევე, როგორც გასულ სეზონში სჯეროდა, რომ ჩემპიონი გახდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ეს მიუღწეველი ჩანდა.

მახსოვს, მე და ჩემი შვილი აივანზე სიგარას ვეწეოდით, ჩვენს ქვემოთ კი ქომაგები „მილანის“ დროშებით მოდიოდნენ. იმ მომენტში რეალურად გავიაზრე იმ ყველაფრის სიდიადე, რაც გავაკეთეთ.“ - აღნიშნა იტალიელმა.

15 ტურის შემდეგ „მილანი“ „ნაპოლის“ 8 ქულით ჩამორჩება და მესამეადგილოსან „იუვენტუსს“ 2 ქულით უსწრებს.