ავტორიზაცია

ზიდანი შესაძლოა ბრაზილიის ნაკრებში დაინიშნოს, მისი ვარიანტი რამდენიმე ფეხბურთელს ძალიან მოსწონს

ზიდანი შესაძლოა ბრაზილიის ნაკრებში დაინიშნოს, მისი ვარიანტი რამდენიმე ფეხბურთელს ძალიან მოსწონს
თარიღი 25 Dec 2022, 18:29
ზინედინ ზიდანი ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელობის კანდიდატად მოიაზრება.

L’Equipe-ს ინფორმაციით, მისი კანდიდატურა ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციას და ნაკრების რამდენიმე ტოპ-ფეხბურთელს ძალიან იზიდავს.

ზიდანი მოსწონთ ბრაზილიელებს, მათ შორის გავლენიან რონალდოს, რომელსაც ფეხბურთელებში დიდი პოპულარულობა გააჩნია. გარდა ამისა, ზიზუს ძალიან აფასებენ ვინისიუსი, ედერ მილიტაო და კაზემირო.

თუმცა, მიიღებს ის ამ გამოწვევას? გახდება თუ არა ის პირველი უცხოელი მწვრთნელი 1965 წლისა და არგენტინელი ფილპო ნუნიესის შემდეგ, ვინც ნაკრებს ჩაიბარებს?

ეჭვგარეშეა, რომ ის ყველაზე თბილ დახვედრას მიიღებს ბრაზილიელებისგან, რომლებიც მას მუდამ თავისიანად მიიჩნევდნენ.“ - აღნიშნა L’Equipe-ს ჟურნალისტმა ერიკ ფროზიომ.