ავტორიზაცია

"კოლოსალური მნიშვნელობის მოლაპარაკებებია", - ალ ნასრის დირექტორმა რონალდუს ტრანსფერი არ გამორიცხა

"კოლოსალური მნიშვნელობის მოლაპარაკებებია", - ალ ნასრის დირექტორმა რონალდუს ტრანსფერი არ გამორიცხა
თარიღი 25 დეკ 2022, 18:45
„ალ ნასრის“ სპორტულმა დირექტორმა კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

„ვერც დადებით პასუხს გაგცემთ და ვერც უარყოფითს. მოდით დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები წლის ბოლომდე.

თავადაც ხვდებით ალბათ, რომ ამ მოლაპარაკებებს კოლოსალური მნიშვნელობა აქვს, თანაც არამარტო ჩვენი კლუბის, არამედ მთელი ქვეყნისთვისაც და მსოფლიო ფეხბურთისთვისაც. ამ მოლაპარაკებებს უმაღლეს ინსტანციაში უნდა მართავდნენ.

შემიძლია ვთქვა, რომ კრიშტიანუ რონალდუ - ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენია. მუდმივად ვაფასებდი მის გამარჯვების სურვილს. მე, როგორც პორტუგალიელი, ყოველთვის მისი ქომაგი ვიყავი, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება მომავალში.“ - აღნიშნა მარსელო სალაზარმა.