ავტორიზაცია

იუვენტუსის ექს-ფეხბურთელი 49 წლის ასაკში ცეროზით გარდაიცვალა

იუვენტუსის ექს-ფეხბურთელი 49 წლის ასაკში ცეროზით გარდაიცვალა
თარიღი 25 დეკ 2022, 19:12
„იუვენტუსის“ და ურუგვაის ნაკრების ექს-ნახევარმცველი ფაბიან ო’ნილი გარდაიცვალა.

ESPN-ს ინფორმაციით, 49 წლის მამაკაცი შაბათს მონტევიდეოს საავადმყოფოში კომატოზური მდგომარეობაში და მუცლის შიდა სისხლდენით გადაიყვანეს, რის შედეგადაც ის რეანიმაციაში გარდაიცვალა.

ო’ნილი დიდი ხნის მანძილზე ალკოდამოკიდებულებას ებრძოდა, რის შედეგაც მას ღვიძლის ცეროზი განუვითარდა.

კარიერის მანძილზე ფეხბურთელი „ნასიონალში“, „კალიარიში“, „იუვენტუსში, „პერუჯაში“ და ურუგვაის ნაკრებში თამაშობდა.