ავტორიზაცია

რა შემთხვევაში დარჩება მბაპე პსჟ-ში? - კილიანმა სამი პირობა დაასახელა

რა შემთხვევაში დარჩება მბაპე პსჟ-ში? - კილიანმა სამი პირობა დაასახელა
თარიღი 26 Dec 2022, 11:00
"პსჟ"-ს თავდამსხმელმა კილიან მბაპემ სამი პირობა დაასახელა, რომლთა შესრულების შემთხევვაში მზადაა პარიზულ კლუბში დარჩეს. ამის შესახებ OK Diario იტყობინება.

წყაროს ცნობით, მბაპემ შესაძლოა "პსჟ" მომავალ ზაფხულს ან 2024 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს. ამის თავიდან ასაცილებლად, ფეხბურთელმა კლუბს სამი პირობა დაუყენა.

პირველი მათგანი ბრაზილიელი თავდამსხმელის ნეიმარის გაყიდვაა. კლუბი გასულ ზაფხულს ცდილობდა ბრაზილიელის გაეყიდა, თუმცა ნეიმარის მსურველმა კლუბებმა ფეხბურთელს მისაღები ანაზღაურება ვერ შესთავაზეს.

მეორე არის "ტოტენჰემის" თავდამსხმელის, ჰარი კეინის ტრანსფერი, რომელსაც კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2024 წლის ზაფხულში ეწურება.

მესამე არის მადრიდის "რეალის" ყოფილი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის "პსჟ"-ს მთავარი მწვრთნელის პოზტზე დანიშვნა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მბაპეს "პსჟ"-სთან კონტრაქტი ეწურებოდა, ვრცელდებოდა ჭორები ფრანგის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე, მაგრამ თავდამსხმელმა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა.