ავტორიზაცია

ეროვნული ლიგა - 2022 წლის საუკეთესო გოლი, მწვრთნელი და ფეხბურთელი

ეროვნული ლიგა - 2022 წლის საუკეთესო გოლი, მწვრთნელი და ფეხბურთელი
თარიღი 26 დეკ 2022, 12:54
ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონი დასრულდა და მისი გამარჯვებული "დინამო თბილისი" გახდა.

ტრადიციულად, GOAL.GE-მ ეროვნული ლიგის წლის საუკეთესოები 3 ნომინაციაში გამოავლინა და სამახსოვრო თასები გადასცა.

წლის საუკეთესო მწვრთნელი "დინამოს" თავკაცი გიორგი ჭიაბრიშვილი გახდა, რომლის მოსვლის შემდეგაც კლუბმა დიდი პროგრესი განიცადა, ლიდერ "დინამო ბათუმს" 9-ქულიანი ჰანდიკაპი აღმოუფხვრა და ჩემპიონი გახდა.





ამ ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი კი ახალგაზრდა მეკარე ლუკა კუტალაძე გახდა, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ სეზონის მეორე ნახევარი ითამაშა, თუმცა ეს საკმარისი გამოდგა, რომ კუტალაძე წლის საუკეთესოდ დაგვესახელებინა.



წლის საუკეთესო გოლად "თელავის" ნახევარმცველის, ლაშა ქოჩლაძის შედევრი დავასახელეთ. მართალია გოლის დროს ბურთი მეკარეს ხვდება და ბურთი კარში ისე შედის, თუმცა ქოჩლაძეს ეს ბრწყინვალე გასროლა ამის გამო არ უნდა დავუკარგოთ.