ავტორიზაცია

გიორგი ნავალოვსკიმ კარიერა დაასრულა

გიორგი ნავალოვსკიმ კარიერა დაასრულა
თარიღი 26 Dec 2022, 13:02
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ნავალოვსკიმ კარიერა ოფიციალურად დაასრულა.

ნავალოვსკი ბოლოს "დინამო ბათუმის" რიგებში გამოდიოდა, სადაც წინა წელს ქვეყნის ჩემპიონიც გახდა.

ისე კი, მას 16 წლიან კარიერაში აზერბაიჯანულ, რუსულ და ბელარუსულ კლუბებში აქვს ნათამაშები.

ნავალოვსკი საქართველოს ნაკრებში 2008 წლიდან ირიცხებოდა და 41 მატჩი ჩაატარა.