ავტორიზაცია

ცნობილი გახდა, როდის დაბრუნდება მესი მოედანზე

ცნობილი გახდა, როდის დაბრუნდება მესი მოედანზე
თარიღი 26 დეკ 2022, 15:34
ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების ტრიუმფის შემდეგ ისვენებს. მომავალ სამ შეხვედრაში "პსჟ"-ს შეტევაში არგენტინელი თავდამსხმელის გარეშე თამაში მოუწევს.

TyC Sports-ის ცნობით, "პსჟ"  მესის მოედანზე დაბრუნებას  ლიგა 1-ის მე-18 ტურში "ანჟესთან" მატჩში ელოდება. 

2022/2023 წლების სეზონში ლიონელ მესიმ "პსჟ"-ს შემადგენლობაში 19 მატჩი ჩაატარა.  არგენტინელმა 12 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.

"პსჟ" ამჟამად პირველ ადგილზეა საფრანგეთის ლიგა 1-ში. პარიზელები უახლოესი მდევარ "ლანსის" ხუთი ქულით უსწრებს.