ავტორიზაცია

უსმან დემბელე ბარსელონას დროზე ადრე დაბრუნდა და შესაძლოა 31 დეკემბერს ითამაშოს

უსმან დემბელე ბარსელონას დროზე ადრე დაბრუნდა და შესაძლოა 31 დეკემბერს ითამაშოს
თარიღი 26 დეკ 2022, 23:28
უსმან დემბელე „ბარსელონაში“ დროზე ადრე დაბრუნდა.

ვინგერმა კატალონიური კლუბის დღევანდელ ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა. ფრანგი „ბარსაში“ იმაზე ორი დღით ადრე დაბრუნდა, ვიდრე თავდაპირველად იგეგმებოდა.

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც „ბარსას“ განკარგულებაში დღევანდელ ვარჯიშზე არ იყო, ასევე ფრანგი ჟულ კუნდეა, რომელიც კლუბში ოთხშაბათს გამოჩნდება.

შესაბამისად, „ესპანიოლთან“ 31 დეკემბერს გასამართ ლა ლიგის მატჩში „ბარსას“ მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება.