ავტორიზაცია

ოფიციალურად: კოდი გაკპო ლივერპულში ითამაშებს

ოფიციალურად: კოდი გაკპო ლივერპულში ითამაშებს
თარიღი 27 დეკ 2022, 04:20
"პსვ"-მ და "ლივერპულმა" ნიდერლანდელი გარემარბის კოდი გაკპოს ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ნიდერლანდულმა კლუბმა განაცხადა, რომ მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.

„23 წლის შემტევი ფეხბურთელი მალე ინგლისში გაემგზავრება, სადაც ტრანსფერის დასრულებამდე საჭირო ფორმალობებს გაივლის. “, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

The Athletic-ის ცნობით, "ლივერპულს" ფეხბურთელის შეძენა დაახლოებით 37 მილიონი ფუნტი დაუჯდება, ბონუსების გამოკლებით.