ავტორიზაცია

ლივერპულის ახალწვეულის საოცარი მიღწევა, რომელიც ჯერ განუმეორებელია

ლივერპულის ახალწვეულის საოცარი მიღწევა, რომელიც ჯერ განუმეორებელია
თარიღი 28 დეკ 2022, 01:27
ოფიციალურად დადასტურდა, რომ ახალგაზრდა ჰოლანდიელი ფეხბურთელი კოდი გაკპო კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს.

გაკპო ბოლო პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტია და ამაში მსოფლიო ჩემპიონატზეც დავრწმუნდით.

ჰოლანდიის ჩემპიონატის ბოლო 2 სეზონში გაკპოს 21 გოლი და 25 ასისტი აქვს შესრულებული.

ბოლო 2 წელიწადში გაკპო ერთადერთი ფეხბურთელია ევროპაში, ვისაც 20-ზე მეტი გოლი და საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.