მხოლოდ ერთი ლიდერი აკლია: როგორია ბარსელონას მდგომარეობა ტრავმების მხრივ?
მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, "ბარსელონა" სრულად შეიკრიბა და მომდევნო მატჩისთვის ემზადება.
ბოლო პერიოდში პირველად, ისე მოხდა, რომ ხავის საფიქრალი არ აქვს და გუნდში არცერთი ტრავმირებული მოთამაშე არაა.
ტრავმა არაუხოს ჰქონდა, რომელმაც ვარჯიში გუშინ განაახლა. ერთადერთი, "ბარსელონას" ლევანდოვსკი აკლია, ისიც დისკვალიფიკაციის გამო.
31 დეკემბერს, ლა ლიგის მომდევნო ტურის მატჩს "ბარსელონა" თანაქალაქელ "ესპანიოლის" წინააღმდეგ გამართავს.