შემტევი ეგვიპტიდან: დინამო ბათუმმა მორიგი ტრანსფერი განახორციელა

ეროვნული ლიგის გუნდებიდან ტრანსფერებში, ჯერჯერობით, ყველაზე აქტიური "დინამო ბათუმია."
როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ გუნდმა გიორგი კვერნაძე და სერბი ფლანგის მცველი სტეფან ჰაიდინი დაიმატა.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, "დინამო ბათუმში" კარიერას ალექსანდერ იაკობსენიც გააგრძელებს.
28 წლის ეგვიპტელი შემტევი 1 სექტემბრის შემდეგ უკლუბოდაა, მანამდე კი სკანდინავიურ ქვეყნებში და თავის სამშობლოში თამაშობდა.
2017 წელს, იაკობსენმა ეგვიპტის ნაკრების მაისურითაც ითამაშა.
ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი