TheSun: თბილისის დინამო შოტლანდიელი მცველის ტრანსფერით ინტერესდება
შოტლანდიური TheSun-ის ინფორმაციით, თბილისის "დინამო" შოტლანდიელი მცველის ლუის სტრაპის ტრანსფერით ინტერესდება.
23 წლის მარცხენა მცველი შოტლანდიის რანგით მეორე ლიგის გუნდ "მორტონის" შემადგენლობაში გამოდის.
ლუის სტრაპმა შოტლანდიის რანგით მეორე დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში 18 კატჩი ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ სტრაპს "მორტონთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება.