ავტორიზაცია

ჰოლანდმა გვარდიოლას ხელმძღვანელობით გატანილი გოლების რეკორდი დაამყარა

ჰოლანდმა გვარდიოლას ხელმძღვანელობით გატანილი გოლების რეკორდი დაამყარა
თარიღი 29 დეკ 2022, 08:07
ინგლისის ჩემპიონატის მე-17  ტურის ბოლო მატჩში ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი მანჩესტერ სიტი სტუმრად ლიდს დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა. 

ნორვეგიელმა ფორვარდმა ერლინგ ჰოლანდმა დუბლი გაიფორმა. მისი პირველი გოლი, რომელიც მატჩში მეორე იყო, ჰოლანდისთვის 25-ე გოლი იყო მის ამჟამინდელ კლუბში გადასვლის შემდეგ, ჩატარებულ მე-20 მატჩში. 

როგორც გაირკვა, არავის, ხოსეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით, ყველა იმ კლუბში, რომელშიც მწვრთნელი  მუშაობდა, არავის გაუტანია ამდენი გოლი მისი პირველი ოცი მატჩის განმავლობაში.