ავტორიზაცია

ერლინგ ჰოლანდმა პრემიერ ლიგაში გატანილი გოლებით მამას გადაუსწრო

ერლინგ ჰოლანდმა პრემიერ ლიგაში გატანილი გოლებით მამას გადაუსწრო
თარიღი 29 დეკ 2022, 08:14
მანჩესტერ "სიტის" ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა, "ლიდსთან" დუბლის წყალობით, პრემიერ ლიგაში გოლებით გაასწრო მამას ალფ-ინგე ჰოლანდს გადაუსწრო.

„ქალაქელებმა“ თავდაჯერებულად დაამარცხეს "ლიდსი" 3-1 და ლონდონის "არსენალის" დევნას აგრძლეებენ. 22 წლის ნორვეგიელმა ლიგაში უკვე 20 გოლი გაიტანა და მამის რეკორდს 18-ს გადააჭარბა.

აღსანიშნავია, რომ ამისთვის უფროსს ჰოლანდს 181 მატჩი დასჭირდა. ერლინგმა მსგავსი შედეგის დაფიქსირება მხოლოდ 14 მატჩში შეძლო.

შეგახსენებთ, რომ 14 მატჩში 20 გოლის გარდა, მიმდინარე სეზონში ერლინგ ჰოლანდმა პრემიერ ლიგაში სამი საგოლე გადაცემაც გააკეთა.