ავტორიზაცია

ალ ნასრის რონალდუსთან ერთად სერხიო რამოსის გაფორმებაც სურს

ალ ნასრის რონალდუსთან ერთად სერხიო რამოსის გაფორმებაც სურს
თარიღი 29 დეკ 2022, 15:06
საუდის არაბეთის "ალ-ნასრის" სამიზნე "პსჟ"-ს მცველი სერხიო რამოსია, რომელიც მომავალ ზაფხულს შესაძლოა თავისუფალი აგენტი გახდეს.

Marca-ს ინფორმაციით, საუდის არაბეთის გუნდი მზადაა ესპანელს სარფიანი კონტრაქტი შესთავაზოს.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, "ალ-ნასრმა" კრიშტიანუ რონალდუს წელიწადში 200 მილიონი ევროს შესთავაზა. პორტუგალიელი ახლა თავისუფალი აგენტის სტატუსშია, თუმცა შეთავაზებაზე ჯერ არ დათანხმდა.

რამოსმა მანამდე განაცხადა, რომ "პსჟ"-სთან კონტრაქტის გახანგრძლივების წინააღმდეგი არ არის.