ავტორიზაცია

გიორგი ფანცულაიამ ბათუმის დინამო დატოვა - ქართველის ახალი გუნდი ცნობილია

გიორგი ფანცულაიამ ბათუმის დინამო დატოვა - ქართველის ახალი გუნდი ცნობილია
თარიღი 29 დეკ 2022, 16:35
ყაზახურმა აქტაუს "კასპიმ" ქართველი ფორვარდის, გიორგი ფანცულაის ტრანსფერის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. 

28 წლის ფორვარდი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ბათუმის "დინამოს" რიგებში გამოდიოდა, სადაც 2021 წელს ჩემპიონის ხოლო, 2022 წელს ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

„ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი ფანცულაიამ ჩვენს საფეხბურთო კლუბთან კონტრაქტი გააფორმა. კარიერაში მან 85 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ოჯახში. წარმატებებს გისურვებთ!“ - წერია გუნდის განცხადებაში.

გასულ სეზონში ფანცულაიამ  ბათუმის "დინამოში" 29 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს "კასპის" რიგებში ერთი ქართველი ფეხბურთელი რატი არდაზიშვილი გამოდიოდა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "კასპის" გუნდის მთავარ მწვრთნელად კახა ცხადაძე დაინიშნა.



ავტორი: ზაქრო გალუსტაშვილი