ფოტო: ასე ემოციურად და ლამაზად გამოეხმაურა პელეს გარდაცვალებას მისი მშობლიური კლუბი
ბრაზილიური კლუბი „სანტოსი“ პელეს გარდაცვალების ამბავს თავისებურად გამოეხმაურა.
ლეგენდარული ფეხბურთელი სან-პაულუს შტატის გუნდში 1956-1974 წლებში თამაშობდა და ექვსჯერ მოიგო, ქვეყნის ჩემპიონატი, ორჯერ ლიბერტადორესის თასი და სხვა ტიტულებიც.
„სანტოსმა“ ოქროს გვირგვინის სურათი გააზიარა, რომელზეც ფეხბურთელის წლები და სახელია გამოსახული და პოსტზე მხოლოდ ერთი სიტყვაა დატანებული: „მარადიული“.
შეგახსენებთ, რომ პელე 82 წლის ასაკში სიმსივნესთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.