"პელემდე, 10 უბრალო ციფრი იყო, მაგრამ ეს ფრაზა სრულყოფილი არ არის", - ნეიმარის ემოციური პოსტი
ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი, სოციალურ ქსელში პელეს გარდაცვალებას ემოციურად გამოეხმაურა.
„პელემდე, 10 უბრალო ციფრი იყო. ეს ფრაზა სადღაც, ჩემი ცხოვრების რაღაც მომენტში წავიკითხე. თუმცა, ეს ლამაზი წინადადება არ არის სრულყოფილი.
მე ვიტყოდი, რომ პელემდე, ფეხბურთი უბრალოდ სპორტი იყო. მან ყველაფერი შეცვალა, მან ფეხბურთი ხელოვნებად და სანახაობად აქცია.
გაამახვილა ყურადღება ღარიბებზე, შავკანიანებზე და უფრო მეტად, ბრაზილიას სახელი გაუთქვა. ფეხბურთმა და ბრაზილიამ სტატუსი მეფის დამსახურებით აიმაღლეს.
ის წავიდა, მაგრამ მისი მაგია რჩება. პელე არის მარადიული.“ - წერს ნეიმარი.