ბრაზილიაში პელეს გარდაცვალების გამო სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული
პელეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრაზილიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
შესაბამისი განკარგულება, რომელიც ძალაში 29 დეკემბერს შევიდა, პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ გამოსცა.
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი პელე გუშინ 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
29 ნოემბერს ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჯანმრთელობის გაუარესების გამო საავადმყოფოში მოათავსეს. მას თირკმლის და გულის უკმარისობის დიაგნოზი დაუსვეს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქიმიოთერაპიამ, რომელიც მან გაიარა მსხვილი ნაწლავის კიბოს მკურნალობის ფარგლებში, შეწყვიტა სასურველი შედეგის მიცემა.
პელე ერთადერთი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელმაც სამჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, როგორც მოთამაშე (1958, 1962 და 1970 წლებში).