ავტორიზაცია

2014 წელს პელემ აღიარა, რომ იმ დროს რომ ეთამაშა, ბარსელონაში ითამაშებდა

2014 წელს პელემ აღიარა, რომ იმ დროს რომ ეთამაშა,  ბარსელონაში ითამაშებდა
თარიღი 30 დეკ 2022, 12:40
გუშინ, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა პელე გარდაიცვალა.

2014 წლის ინტერვიუში პელეს ჰკითხეს, რომელ კლუბში ითამაშებდა იმ დროისთვის, რომ ეთამაშა. მისმა პასუხმა კი არ დააყოვნა.

"ორ-სამ გუნდს დავასახელებდი. მაგრამ ახლა მე ვიტყოდი ბარსელონას. ამ გუნდს იგივე სტილი აქვს, რასაც სანტოსი თამაშობდა", - უთხრა პელემ Time-ს.

პელემ კარიერის უმეტესი ნაწილი ბრაზილიაში გაატარა, 1956 წლიდან 1974 წლამდე "სანტოსში" თამაშობდა. შემდეგ მან ორი წელი ითამაშა აშშ-ში "ნიუ-იორკ კოსმოსში", რის შემდეგაც თავდამსხმელმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.