ავტორიზაცია

სერია A-ს მატჩები პელეს ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით დაიწყება

სერია A-ს მატჩები პელეს ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით დაიწყება
თარიღი 30 დეკ 2022, 17:49
იტალიის სერია A-ს მატჩები, რომელიც 4 იანვარს გაიმართება, პელეს ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით დაიწყება. ინფორმაციას Football Italia იტალიის ფეხბურთის ფედერაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ პელე ხუთშაბათს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო წლებში ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი სიმსივნეს ებრძოდა.

პელე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი სამჯერ  მოიგო. "ფეხბურთის მეფემ" მსოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიასთან ერთად 1958, 1962 და 1970 წლებში მოიგო.

შეგახსენებთ, რომ 4 იანვარს იტალიის ჩემპიონატის მე-16 ტურის 10 მატჩი გაიმართება.