ავტორიზაცია

გადავა თუ არა კუპატაძე დილაში? - ლაზარემ გადაწყვეტილება მიიღო

გადავა თუ არა კუპატაძე დილაში? - ლაზარემ გადაწყვეტილება მიიღო
თარიღი 30 დეკ 2022, 21:13
ბოლო პერიოდში, აქტიურად იწერება, რომ საქართველოს ნაკრების მეკარე ლაზარე კუპატაძე ახლოსააგორის "დილაში" გადასვლასთან.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, მხარეებს შორის კომუნიკაცია შედგა, თუმცა ჯერჯერობით, მოლაპარაკება ვერ შედგა.

პირველ ჯერზე, "დილამ" კუპატაძეს სასურველი პირობები ვერ შესთავაზა და უარი მიიღო.

მოგეხსენებათ, "დინამო ბათუმის" დატოვების შემდეგ, ლაზარე უკვე რამდენიმე თვეა თავისუფალი აგენტია.

ჩვენივე ინფორმაციით, გორელები მეკარის პოზიციაზე ასევე "დინამო ბათუმის" კარის დარაჯის, მიხეილ ალავიძის ვარიანტსაც განიხილავენ.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი