ავტორიზაცია

კონტრაქტის დეტალებიც ცნობილია: რონალდუს ახალ კლუბში გადასვლა გადაწყვეტილია

კონტრაქტის დეტალებიც ცნობილია: რონალდუს ახალ კლუბში გადასვლა გადაწყვეტილია
თარიღი 30 დეკ 2022, 23:42
დიდი ხანია იწერება, რომ პორტუგალიელი ლეგენდა კრიშტიანუ რონალდუ კარიერას ახალი წლიდან "ალ ნასრში" გააგრძელებს.

ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ცნობილმა საფეხბურთო მიმომხილველმა ფაბრიციო რომანომ დაადასტურა.

შესაბამისად, რონალდუს ემირატებში წასვლა გადაწყვეტილია და ტრანსფერი ოფიციალურად მალე დადასტურდება.

ცნობილია, რომ კრიშტიანუ ახალ კლუბთან კონტრაქტს 2025 წლამდე გააფორმებს და წელიწადში 200 მილიონ ევროს მიიღებს.

მოგეხსენებათ, "მანჩესტერიდან" წასვლის შემდეგ, რონალდუ რამდენიმე კვირაა თავისუფალი აგენტია.