ავტორიზაცია

ოფიციალურად: კრიშტიანუ რონალდუ არაბული ალ-ნასრის ფეხბურთელია!

ოფიციალურად: კრიშტიანუ რონალდუ არაბული ალ-ნასრის ფეხბურთელია!
თარიღი 31 დეკ 2022, 01:18
კრიშტიანუ რონალდუ კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ტრანსფერი „ალ ნასრში“ ოფიციალურად დადასტურდა.

არაბულ გუნდთან რონალდუმ 2.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი წლიური ხელფასი 200 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში „მანჩესტერ იუნაიტედმა" რონალდუს კონტრაქტი გაუწყვიტა, რის შემდეგაც ის თავისუფალი აგენტი გახდა და ნებისმიერ გუნდში უფასოდ შეეძლო გადასვლა, თუმცა საბოლოოდ არაბეთში გადავიდა.