ავტორიზაცია

რეალის ურთულესი გამარჯვება, ბენზემა დუბლით დაბრუნდა

რეალის ურთულესი გამარჯვება, ბენზემა დუბლით დაბრუნდა
თარიღი 31 დეკ 2022, 02:30
ლა ლიგის განახლების შემდეგ პირველ, მაგრამ ზოგადად მე-15 ტურში მადრიდის „რეალმა“ სტუმრად რთულ შეხვედრაში „ვალიადოლიდი“ დაამარცხა.

შეხვედრა ესტადიო ხოსე ზორილიაზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

შეხვედრა მადრიდული გუნდისთვის საკმაოდ რთული გამოვიდა - „რეალმა“ ანგარიში 83-ე წუთზე, კარიმ ბენზემას მიერ ზუსტად შესრულებული პენალტით გახსნა, რომელმაც 89-ზე დუბლი შეასრულა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.

„რეალმა“ 38 ქულა დააგროვა და ცხრილში მინიმუმ „ბარსელონას“ მატჩამდე გალიდერდა, რომელიც უკვე დღეს „კამპ ნოუზე“ „ესპანიოლს“ უმასპინძლებს.