ავტორიზაცია

ლუკა მოდრიჩი: "მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ფსიქოლოგიურად უფრო დაღლილი ვიყავი, ვიდრე ფიზიკურად"

ლუკა მოდრიჩი: "მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ფსიქოლოგიურად უფრო დაღლილი ვიყავი, ვიდრე ფიზიკურად"
თარიღი 31 Dec 2022, 14:41
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ თავის მდგომარეობაზე ისაუბრა.

გუშინ ხორვატმა ნახევარმცველმა ესპანეთის ჩემპიონატში "ვალიადოლიდთან" გასვლით მატჩში ორი წუთი ითამაშა.

"მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ თავს ცოტა მძიმედ ვგრძნობდი, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული. ფსიქოლოგიურად უფრო დაღლილი ვიყავი, ვიდრე ფიზიკურად, მაგრამ ვარჯიშის დაწყების სურვილი მაინც მქონდა. “, - განაცხადა მოდრიჩმა.

მოდრიჩი ხორვატიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლების მოპოვებაში დაეხმარა.